ახლა ცხრა ნაბიჯის შესრულებისა და იმ გადაწყვეტილებებისთვის თავის არიდების დროა, რომელთაც ევროკავშირისკენ გზაზე ხელის შეშლა შეუძლიათ, - ამის შესახებ ევროკავშირის პოლიტიკისა და უსაფრთხოების საბჭოს დელეგაციის განცხადებაშია ნათქვამი, რომელშიც ასევე აღნიშნულია, რომ ევროკავშირში გაწევრიანება დამსახურებაზე დაფუძნებული პროცესია და საქართველოს ოფიციალური პირებს ამ მიზნის მისაღწევად საჭირო ნაბიჯების შესრულებისთვის იწვევენ.
განცხადების თანახმად, საქართველოს ოფიციალურ პირებს მოუწოდენ ისარგებლონ მომავალი საპარლამენტო არჩევნებით.