ევროკავშირის საბჭოს დელეგაციას შეხვდა ოპოზიციაც. ხელისუფლების ოპონენტების თქმით, განსაკუთრებული აქცენტი ე.წ-ლი აგენტების შესახებ ინცირებულ კანონპროექტზე გაკეთდა. ოპოზიციაში აცხადებენ, რომ ამ საკითხს ევროპელი პარტნიორები შეისწავლიან, რასაც დასკვნაში ასახავენ. გარდა ევროინტეგრაციისა, შეხვედრაზე განიხილეს ოქტომბრის არჩევნების საკითხი და მნიშვნელობა.