შეთანხმება ხელმოწერილია, რაც იმას ნიშნავს, რომ საქართველოსა და ჩინეთს შორის ოფიციალურად დაიწყო სამართლებრივი პროცედურები, რათა საქართველოს მოქალაქეებმა ჩინეთში უვიზოდ მიმოსვლა შეძლონ. პროცედურები კი ასეთია: მას შემდეგ, რაც მხარეები მიიღებენ დასტურს, რომ დაასრულეს თავიანთ ქვეყნებში სამართლებრივ პროცედურები , როცა ჩვენი ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტროც ოფიციალურად მიიღებს წერილს, ამის შესახებ ჩინეთიდანაც ,30 დღეში სავიზო რეჟიმი გაუქმდება. აქვე გაგახსენებთ,რომ საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზოდ მიმოსვლის გადაწყვეტილება ჩინეთმა 2 თვის წინ მიიღო,უფრო ადრე, გასული წლის სექტემბრიდან კი იგივე წესი ჩინელებისთვის ამოქმედდა.