მარში გამჭვირვალობის კანონის წინააღმდეგ

09 აპრილი 2024, 20:43 427 ნახვა

რესპუბლიკის მოედნიდან პარლამენტის მიმართულებით გაიმართა მსვლელობა სახელწოდებით თავისუფლებისთვის. აქციის მონაწილეები „ქართული ოცნების“ მიერ ინიცირებულ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ შესახებ კანონპროექტს აპროტესტებენ. აქციის მონაწილეებს შორის არიან არასამთავრობო ორგანიზაციებისა და ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები. პროტესტის მონაწილეებს აქციაზე მიტანილი აქვთ ყვავილები.

ნინო ლორჩოშვილი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში