საპატრულო პოლიციის თანამშრომლების მხრიდან მოქალაქის დაკავებისას უფლებამოსილების შესაძლო გადამეტების ფაქტზე გამოძიება დაიწყო

09 აპრილი 2024, 15:02 415 ნახვა

სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა საპატრულო პოლიციის თანამშრომლების მხრიდან მოქალაქის დაკავებისას სამსახურებრივი უფლებამოსილების ძალადობით შესაძლო გადამეტების ფაქტზე გამოძიება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია სპეციალური საგამოძიებო სამსახურის განცხადებაში.

„სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა, 2024 წლის 8 აპრილს საპატრულო პოლიციის თანამშრომლების მხრიდან მოქალაქე მალხაზ გიორგაძის დაკავებისას განხორციელებული სამსახურებრივი უფლებამოსილების ძალადობით შესაძლო გადამეტების ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მესამე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით გამოძიება დაიწყო.

სპეციალური საგამოძიებო სამსახური ატარებს ყველა საჭირო საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებას ობიექტური გამოძიების უზრუნველსაყოფად“, – აღნიშნულია განცხადებაში.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი