ორი “დინამოს” დერბი ბათუმელებმა მოიგეს

08 აპრილი 2024, 23:29 899 ნახვა

საქართველოს ეროვნული ლიგის მე-7 ტურის ცენტრალურ შეხვედრაში “დინამო” ბათუმმა საკუთარ მოედანზე “დინამო” თბილისს უმასპინძლა და 2-0 დაამარცხა. 

34-ე წუთზე წიტაიშვილის დარტყმული ლორიამ მოიგერია, თუმცა დამატებაზე ონორე გომისმა კარგად ითამაშა და ანგარიში გახსნა. 
68-ე წუთზე კჟან ვიქტორის გადაცემით ლევან კუტალიამ საბოლოო ანგარიში 2-0 დააფიქსირა.

7 ტურის შემდეგ ბათუმელები 18 ქულას აგროვებენ და სატურნირო ცხრილში პირველ პოზიციაზე ინაცვლებენ. 
“დინამო” თბილისი კი 8 ქულით მე-6 ადგილს იკავებს. 

მომდევნო ტურში ანდრეი დემჩენკოს გაწვრთნილი “დინამო” 12 აპრილს გასვლაზე მეორეადგილოსან გორის “დილას” ესტუმრება.

სეო წილოსანი
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი