"უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტი დღეს ბიუროს წარედგინება

08 აპრილი 2024, 10:00 446 ნახვა

"უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტი დღეს ბიუროს სხდომას წარედგინება, რის შემდეგაც მასზე მსჯელობა კომიტეტებში დაიწყება.

კანონპროექტის მიხედვით, ყველა იმ მედია თუ არასამთავრობო ორგანიზაციას, რომლის დაფინანსებაც უცხოეთიდან 20%-ს აღემატება, დეკლარაციის წარდგენის ვალდებულება ექნება.

უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციად რეგისტრაციისთვის თავის არიდება ან დეკლარაციის არშევსება გამოიწვევს ორგანიზაციის დაჯარიმებას 25 ათასი ლარის ოდენობით.

კანონპროექტი, რომელსაც მხარს ხელისუფლება უჭერს პარლამენტში განსახილველად მეორედ გადის. „ხალხის ძალის“ მიერ  შემუშავებული პირველი პროექტი საზოგადოების პროტესტისა და აქციის ფონზე უკან გაიწვიეს. 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი