ოპოზიციის ალტერნატიული კანონპროექტი

07 აპრილი 2024, 17:02 436 ნახვა

''ქართული ოცნების'' კანონპროექტის ალტერნატიულ კანონპროექტად ოპოზიციამ "ოკუპანტი ქვეყნის - რუსეთის ფედერაციის გავლენებისგან დაცვის შესახებ" პროექტი შეიმუშავა, რომელსაც პარლამენტს ასევე ხვალ წარუდგენენ. ალტერნატიული კანონპროექტი პარლამენტმა ძირითად კანონპროექტთან ერთად უნდა განიხილოს.

ოპოზიციის კანონპროექტით განისაზღვრება ოკუპანტი ქვეყნის - რუსეთის ფედერაციის ძალა, ოკუპანტი ქვეყნის გავლენის აგენტი, ხოლო ოკუპანტი ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე და მის სასარგებლოდ ისეთი საქმიანობები იკრძალება, რომლებიც მიზნად ისახავს საქართველოს ეროვნული ინტერესების დაზიანებას, მათ შორის - ევროპის კავშირსა და ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციაში, საქართველოს სრული ინტეგრაციის ხელის შეშლას.

ოკუპანტი ქვეყნის გავლენის აგენტის საქმიანობა აკრძალულია და ისჯება "სისხლის სამართლის კოდექსით" გათვალისწინებული წესით - თავისუფლების აღკვეთით ვადით ოთხიდან რვა წლამდე.  

პროექტის ინიციატორები  პარლამენტის ოპოზიციონერი წევრები: - ბექა ლილუაშვილი, ანა ბუჩუკური, მიხეილ დაუშვილი, შალვა კერესელიძე და თეონა აქუბარდია არიან.

სიმონ შანავა
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი