გამჭვირვალობის დილემა. ისევ ურთიერთბრალდებებისა და კრიტიკის მიზეზია კანონპროექტი, რომელიც ერთწლიანი პაუზის შემდეგ ქართულმა ოცნებამ ხელახლა დააინიცირა.
გამჭვირვალობის კანონის საპარლამენტო საქმიანობაში დაბრუნებამ დღის წესრიგში პოლიტიკური დეჟავიუც გააჩინა. ანუ, ხელისუფლების ოპონენტების სტრატეგია უცვლელია, რასაც უცვლელი და ერთადერთი კითხვით მიმართავენ კანონპროექტის ინიციატორებიც, რატომ არის პრობლემა ინიციატივის ადრესატებისთვის დოკუმენტით გათვალისწინებული ერთადერთი ვალდებულება, რაც წელიწადში ერთხელ ენჯეოების მხრიდან დეკლარაციის შევსებას ითვალისწინებს.
მმართველი გუნდის გადაწყვეტილების პარალელურად ოპოზიციამ „ოკუპანტი სახელმწიფო რუსეთის გავლენებისგან დაცვის შესახებ „კანონპროექტი დაარეგისტრირა.
მეორე დღეა ისმის პარტნიორების მოწოდებებიც და ეჭვი ეპარებათ ქართული ოცნების წარმომადგენლების განცხადებებში. ფიქრობენ, რომ კანონებს კრიტიკული ხმების სტიგმატიზებისა და დასჯისთვის გამოიყენებენ.