პრეზიდენტის ვეტო დაძლეულია

22 მარტი 2017, 00:00 3536 ნახვა

საქართველოს პარლამენტმა ფარულ საგამოძიებო მოქმედებებთან დაკავშირებულ კანონპროექტზე პრეზიდენტის ვეტო დაძლია. გიორგი მარგველაშვილის მოტივირებულ შენიშვნებს საპარლამენტო  მდივნისგან დეპუტატები დღეს მთელი დღეა ისმენდნენ. დღის ბოლოს ანა დოლიძემ განაცხადა, რომ ვეტოს დაძლევით ქვეყანამ ხელიდან გაუშვა შესაძლებლობა, რომლითაც მოქალაქეები თავს უსაფრთხოდ იგრძნობდნენ. პრეზიდენტის პოზიციას, რომ უმრავლესობა არ გაიზიარებდა, ეს მოულოდნელი არავისთვის ყოფილა.

თეონა ხარაბაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი