გასართობი ადგილი, თუ საფრთხე ჯანმრთელობისთვის. დაბა ქედაში არსებული რამდენიმე საბავშვო სკვერი მოუწესრიგებელია. ადგილობრივ გამგეობაში დაზიანებული და მწყობრიდან გამოსული ატრაქციონების შესახებ ჩვენგან გაიგეს. ამბობენ, რომ ბიუჯეტიდან თანხები ამ ეტაპზე ერთ-ერთ ქუჩაზე პარკის მოსაწყობადაა გამოყოფილი.