სამოქალაქო ორგანიზაციების განცხადება

03 აპრილი 2024, 10:50 403 ნახვა

გენდერული კვოტის გაუქმებას ეწინააღმდეგებიან სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები და ქალთა პოლიტიკური მონაწილეობის სამუშაო ჯგუფი. 

ისინი მოუწოდებენ საქართველოს პარლამენტს, გაითვალისწინოს ამომრჩევლების გამოხატული ნება, საქართველოს მიერ აღებული საერთაშორისო ვალდებულებები და მხარი არ დაუჭირონ გენდერული კვოტირების გაუქმებას.

კვლევების თანახმად, საქართველოში ამომრჩეველთა უმრავლესობა მხარს უჭერს პარლამენტში ქალებისა და კაცების თანაბარ წარმომადგენლობას (50-50), მათ შორის, სავალდებულო გენდერული კვოტის გამოყენებით (NDI, 2023) და მიიჩნევს, რომ ეს დადებით გავლენას იქონიებს ქვეყნის განვითარებაზე.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი