საკანონმდებლო ინიციატივა გენდერული კვოტირების გაუქმების შესახებ 

02 აპრილი 2024, 15:05 597 ნახვა

დაჩქარებული წესით "გირჩის" საკანონმდებლო ინიციატივას, რომელიც საპარლამენტო საარჩევნო სიის ფორმირებისას გენდერული კვოტირების გაუქმებას ითვალისწინებს, ეწინააღმდეგებიან ოპოზიციასა და მესამე სექტორის წარმომადგენლები და ინიციატივაში ქალთა პოლიტიკური უფლებების დისკრედიტაციას ხედავენ. სახელისუფლებო გუნდი კი ემხრობა გირჩის ინიციატივას, ამბობენ, რომ საქართველოში ქალების უფლებები დაცულია.

რაც შეეხება ინიციატივის ავტორებს, ამბობენ, რომ მათ აქვთ ქართულ ოცნებასთან შეთანხმება, რომლის მიხედვითაც უმრავლესობა "გირჩის საკანონმდებლო ინიციატივას მხარს დაუჭერს, ხოლო გირჩი ცესკოს თავმჯდომარის არჩევის პროცესში კანდიდატის კეთილსინდისიერებისა და პროფესიონალიზმზე იქნება ორიენტირებული.

სიმონ შანავა
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი