საარჩევნო კოდექსში შესატან ახალ ცვლილებებს დეპუტატები დიდი ალბათობით დღევანდელ პლენარულ სხდომაზე პირველი მოსმენით განიხილავენ.
ოპოზიცია პოზიციას არ იცვლის. მათი თქმით, ინიცირებული ცვლილებებით ქართული ოცნება ცდილობს არჩევნებზე ზეგავლენის მოხდენას და ამომრჩევლის მოტყუებას.
თავის მხრივ „ქართულ ოცნებაში“ განმარტავენ, რომ 40 პროცენტიანი ბარიერის გაუქმებით, არაფერი იცვლება და საარჩევნო პროცესი უფრო მარტივდება.