"უხილავი ფერები - ქართული ხის მეჩეთები" - ბათუმში დოკუმენტური ფილმის პრეზენტაცია გაიმართა. ფილმი რეჟისორის ქეთი მაღრაძისა და მისი მეგზურის მაღალმთიან აჭარაში მოგზაურობას აღწერს. ავტორები აჭარის სოფლებში ხის მეჩეთებს ათვალიერებენ და მათ ისტორიას, უნიკალურ არქიტექტურას და მეჩეთების გარშემო ადგილობრივი თემის ცოცხალ სოციალურ და რელიგიურ ცხოვრებას აჩვენებენ.
ფილმში კარგად ჩანს შერეული ოჯახების, სამეზობლოების თანაცხოვრების უნიკალური გამოცდილება აჭარაში. ამ რეალობაში ისლამი და ქრისტიანობა ყოველდღიურ თანაკვეთაშია ერთმანეთთან.
ფილმში ასევე ხაზგასმულია ქართველი მუსლიმი თემის წუხილი და პოლიტიკური განაცხადი, რომელიც ქართული ისლამური კულტურის და ქართველი მუსლიმი თემის აღიარების პრობლემას უკავშირდება.