სიმფონიური მუსიკის საღამო

31 მარტი 2024, 20:04 791 ნახვა

უწყვეტი ტაში და ოვაცია - ბათუმის ზაქარია ფალიაშვილის სამუსიკო სკოლის დიდ საკონცერტო დარბაზში ბათუმის სახელმწიფო მუსიკალური ცენტრის სიმფონიური ორკესტრის კლასიკური მუსიკის საღამო შედგა.

სავსე დარბაზი, დარბაზში სხვადასხვა ასაკის, განსაკუთრებით კი ახალგაზრდა მსმენელის სიმრავლე ნიშნავს, რომ ჩვენს ქალაქს ძალიან გემოვნებიანი მსმენელი ყავს - თქვა კონცერტის დასასრულს ორკესტრის დირიჟორმა. დავით მუქერიამ მადლობა გადაუხადა მუსიკოსებს და დარბაზს. მაესტომ განსაკუთრებული მადლიერება გამოთქვა ფალიაშვილის სამუსიკო სკოლისადმი, რომლის დიდი საკონცერტო დარბაზი ყოველ ჯერზე სიმფონიურ ორკესტრს უსასყიდლოდ ეთმობა.

რაც შეეხება საღამოს, მსმენელის განსაკუთრებული მოწონება დაიმსახურა „ობერონმა“, ასევე ბეთჰოვენის – უვერტიურა „ეგმონტმა“ და მეხუთე სიმფონიამ.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი