31 მარტი ჩვენი ქვეყნის უახლეს ისტორიაში უმნიშვნელოვანესი თარიღია - თორნიკე რიჟვაძე

31 მარტი 2024, 15:02 482 ნახვა

31 მარტი ჩვენი ქვეყნის უახლეს ისტორიაში უმნიშვნელოვანესი თარიღია, - აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე, თორნიკე რიჟვაძე 1991 წლის რეფერენდუმის თარიღთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

რეგიონის მთავრობის მეთაურის თქმით, საერთო-სახალხო რეფერენდუმმა დამოუკიდებელი, სუვერენული, ევროპული სახელმწიფოს მშენებლობას ჩაუყარა საფუძველი.

"1991 წლის, 31 მარტს საქართველოს მთელ ტერიტორიაზე, მათ შორის, აფხაზეთსა და სამაჩაბლოში ჩატარებულმა საერთო-სახალხო რეფერენდუმმა საფუძველი ჩაუყარა დამოუკიდებელი, სუვერენული, ევროპული სახელმწიფოს მშენებლობას.

 

დღეს, რეფერენდუმის სულისჩამდგმელის, საქართველოს პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიას დაბადების დღეა. იგი, 85 წლის გახდებოდა.

 

რეფერენდუმის შედეგები დაედო საფუძვლად, უზენაესი საბჭოს მიერ, 1991 წლის, 9 აპრილს დამოუკიდებლობის აქტის მიღებას", -  აცხადებს თორნიკე რიჟვაძე.

1991 წლის 31 მარტის რეფერენდუმიდან, რომლის შედეგადაც საქართველო 70 წლიანი საბჭოთა ოკუპაციიდან გათავისუფლდა, 33 წელი გავიდა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი