პროექტი "ჩვენი ჯარი" გრძელდება. თავდაცვის ძალებში მიმდინარე პროექტები, ეროვნული გვარდიის ისტორია და ამოცანები ამჯერად ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებს გააცნეს. სამხედროებმა სტუდენტებს თავდაცვის ძალების შესახებ პრეზენტაცია წარუდგინეს.
ასევე, ახალგაზრდებს მიაწოდეს ინფორმაცია წვევამდელთა ეროვნული სამხედრო სამსახურის პირობებისა და თავდაცვის ძალებში მიმდინარე სიახლეების შესახებ.