დეპუტატები ფარული მოსმენების შესახებ კანონპროექტთან დაკავშირებულ პრეზიდენტის შენიშვნებს განიხილავენ. უმრავლესობა არ იზიარებს პრეზიდენტის მოსაზრებებს. შესაბამისად საკონსტიტუციო უმრავლესობა ფიქრობს, რომ ვეტოს დაძლევენ. ოპოზიცია კი აცხადებს, რომ ისინი ფარულ მოსმენა-მიყურადებასთან დაკავშირებულ კანონპროექტს საკონსტიტუციო სასამართლოში, ასევე სტრასბურგში გაასაჩივრებენ.