ბათუმში, ლერმონტოვისა და ბაგრატიონის ქუჩების გზაჯვარედინზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა.
ერთმანეთს, სავარაუდოდ, ორი მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა. ერთ-ერთმა, BMW-ს მარკის ავტომობილმა, რკინის დამცავი ჯებირი გაარღვია და ბაგრატიონის ქუჩაზე ახლადმოწყობილ სკვერში შევარდა.
წინასწარი ინფორმაციით, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.
ადგილზე სამართალდამცველები მუშაობენ. ფაქტზე გამოძიება მიმდინარეობს.