სასწრაფო დახმარების ყოფილი თანამშრომლების პროცესი

30 მარტი 2024, 18:08 437 ნახვა

ქრთამის აღების ფაქტზე დაკავებულები სასამართლომ წინასწარ პატიმრობაში დატოვა. დაცვის მხარე მათ გირაოს სანაცვლოდ გარკვეულ თანხას სთავაზობდა, თუმცა მოსამართლემ დაცვის მხარის შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა. სამი ბრალდებულიდან ორი ბრალს აღიარებს, ერთი კი დუმილის უფლებას ინარჩუნებს.

სამართალდამცველებმა ბრალდებულები 29 მარტს დააკავეს. მათ ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 338-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და მე-3 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით წარედგინათ (მოხელის მიერ წინასწარი შეთანხმებით ჯგუფურად, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღება), რაც სასჯელის სახედ და ზომად 11-დან 15-წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ნინო ლორჩოშვილი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში