ოლადაურში სასოფლო ბიბლიოთეკა გაიხსნა. ახალ ბიბლიოთეკას შუახევის კულტურის ცენტრის ბიბლიოთეკის სარეზერვო ფონდიდან 500-მდე კლასგარეშე ლიტერატურა გადაეცა. შუახევის კულტურის ცენტრი, საქართველოს საბიბლიოთეკო ასოციაციასთან და ეროვნულ ბიბლიოთეკასთან ერთად, მარტის ბოლომდე სოფელ ბარათაულის ბიბლიოთეკების აღდგენას გეგმავს. წლის ბოლომდე დაგეგმილია ბიბლიოთეკებში ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება და ბიბლიოთეკარების გადამზადება.