ფარულ მოსმენა-მიყურადებასთან დაკავშირებულ კანონპროექტზე პრეზიდენტის მოტივირებულ შენიშვნებს დეპუტატები დღევანდელ პლენარულ სხდომაზე განიხილავენ. პრეზიდენტმა კანონპროექტს ვეტო ორი დღის წინ მეორედ დაადო და მოტივირებული შენიშვნებით საკანონმდებლო ორგანოს უკან გადაუგზავნა.