რუსეთი ნატო-სთან ომს არ აპირებს - პუტინი

28 მარტი 2024, 14:44 504 ნახვა

რუსეთი არ აპირებს  ნატო-ს არც ერთ ქვეყანაზე თავდასხმას, მაგრამ თუ დასავლეთი უკრაინას ეფ-16 ტიპის გამანადგურებლებს მიაწოდებს, მათ რუსული ძალები ჩამოაგდებენ - განაცხადა პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა.

პუტინის განცხადებით, ეფ-16-ები ვერ შეცვლის სიტუაციას ბრძოლის ველზე უკრაინაში. რუსეთის ლიდერი ამბობს, რომ ამ ტიპის ავიაგამანადგურებლებს ბირთვული იარაღის ტარებაც შეუძლია და თუ მას მესამე ქვეყნების აეროდრომებიდან გამოიყენებენ, ეს ქვეყნები მოსკოვისთვის ლეგიტიმური სამიზნეები გახდებიან.

პუტინის განცხადებას მოჰყვა უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის კომენტარი, რომ ავიაგამანადგურებლებს  უკრაინა უახლოეს თვეებში ელოდება.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში