ბათუმის საქალაქო სასამართლომ ე.წ. ბანანის საქმეზე ბრალდებული დამნაშავედ ცნო

27 მარტი 2024, 13:18 638 ნახვა

ბათუმის საქალაქო სასამართლომ ე.წ ბანანის საქმეზე ბრალდებული დამნაშავედ ცნო. მოსამართლის გადაწყვეტილებით, ზურაბ საღინაძეს 16 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.

სასამართლოს წინა სხდომაზე, ბრალდებულმა ჩვენებაში განაცხადა, რომ მცურავ საშუალებაზე უსაფრთხოების წესი დაცული იყო და საფრთხე არავის ემუქრებოდა. მისივე მტკიცებით, დაღუპული ლუკა აბულაძე ე.წ. ბანანზე არ იჯდა. უფრო ადრე მიცემულ ჩვენებაში კი ადასტურებდა, რომ 4 ივლისს  მან ახალგაზრდა  ბიჭები  მცურავი საშუალებით გაასეირნა.

გამოძიების ვერსიით, ბრალდებულმა 16 წლის ლუკა აბულაძე კიდევ სამ არასრულწლოვანთან ერთად ზღვაში კატერზე გამობმული ე.წ. „ბანანით“ გაიყვანა და მცურავი საშუალებიდან განზრახ გადააგდო.

სამმა მოზარდმა სანაპირომდე გამოსვლა შეძლო, ხოლო 16 წლის ლუკა აბულაძე რამდენიმე საათიანი ძებნის შემდეგ ზღვაში გარდაცვლილი იპოვეს.

თამუნა გაზდელიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში