საქართველოში მოქმედი სხვადასხვაა ქვეყნის საელჩოები საქართველოს ნაკრებს ევროპის ჩემპიონატზე გასვლას ულოცავს.
აშშ-ის საელჩო:
„ვულოცავთ ეროვნულ ნაკრებსა და ყველა გულშემატკივარს ოცნების ახდენას. გილოცავთ მთელ საქართველოს ამ ისტორიულ გამარჯვებას!“ - წერია განცხადებაში.
საქართველოში თურქეთის საელჩო:
"ვულოცავთ ყველა ქართველ მეგობარს „ევრო 2024“-ზე მოხვედრას. გაუმარჯოს“, - აღნიშნულია საელჩოს გვერდზე.
საქართველოში აზერბაიჯანის საელჩო:
„ვულოცავთ ჩვენს მეგობრებსა და ქართველ ძმებს ისტორიაში პირველად ფეხბურთის ევროპის ჩემპიონატზე მოხვედრას და ვუსურვებთ წარმატებებს“, - წერს საელჩო.
საქართველოში შვედეთის საელჩო:
„ვულოცავთ საქართველოს ეროვნულ ნაკრებსა და ყველა გულშემატკივარს ოცნების ახდენას და ამ ისტორიულ გამარჯვებას!“ - ნათქვამია განცხადებაში.
საქართველოში დანიის საელჩო:
„ვულოცავ საქართველოს ეროვნულ ნაკრებს და ყველა გულშემატკივარს ამ ისტორიულ გამარჯვებას. შემდეგი გაჩერება ევროპის ჩემპიონატი“, - წერს დანიის საელჩო.
სამხრეთ კავკასიაში ნატო-ს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენელი ხავიერ კოლომინა:
"საქართველომ ისტორიაში პირველად მოიპოვა ევროპის თასზე ადგილი საბერძნეთის ნაკრების დამარცხების შემდეგ პენალტების სერიაში. ვწუხვარ ჩემი ბერძენი მეგობრების გამო და მიხარია ქართველების გამო. გილოცავთ“, - წერს ხავიერ კოლომინა.
საქართველოს ნაკრები ევროპის 2024 წლის ჩემპიონატზე F ჯგუფში ითამაშებს, სადაც მისი მეტოქეები თურქეთის (18 ივნისი, დორტმუნდში), ჩეხეთის (22 ივნისი, ჰამბურგში) და პორტუგალიის ნაკრებები (26 ივნისი, გელზენკირხენში) იქნებიან.