დეპუტატების შეფასება მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებულ მოთხოვნაზე

26 მარტი 2024, 20:05 535 ნახვა

საქართველოს მესამე პრეზიდენტის შეწყალების მიზნით, "ნაციონალური მოძრაობის" ხელმოწერების კამპანიას ეხმაურებიან "ქართული ოცნების" წევრები. მათი განცხადებით, სალომე ზურაბიშვილმაც და "ნაციონალურმა მოძრაობამაც" ძალიან კარგად იციან, რომ მიხეილ სააკაშვილის შეწყალება იმ ადამიანისთვის იქნება უმძიმესი პოლიტიკური გადაწყვეტილება, ვინც ამ გადაწყვეტილებას მიიღებს.

მათი თქმით, ხელმოწერებით ვერავინ აუვლის მართლმსაჯულებას გვერდს და ვერავინ აიძულებს ვერც სასამართლოს და სახელმწიფოს შეცვალოს სამართლიანი გადაწყვეტილება.

რაც შეეხება საპარლამენტო ოპოზიციას პარტია "საქართველოს" წევრი, ანა ბუჩუკური აცხადებს, რომ კანონის წინაშე ყველა თანასწორია და სააკაშვილი პოლიტპატიმარი არ არის. ბუჩუკურისგან განსხვავებით "სტრატეგია აღმაშენებლის" წევრს, პაატა მანჯგალაძეს სალომე ზურაბიშვილის გამბედაობის იმედი აქვს.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი