ცვლილება საარჩევნო კოდექსში - არასამთავრობო ორგანიზაციის განცხადება და გამოხმაურებები

26 მარტი 2024, 14:03 478 ნახვა

,,საერთაშორისო გამჭვირვალობა“ საქართველო მოუწოდებს პარლამენტს არ  შეიტანოს საარჩევნო კოდექსში ცვლილება, რომელიც ქართული ოცნების ინიციატივაა.  გავრცელებულ განცხადებაში ისინი  მოსალოდნელ  საფრთხეებზე მიუთითებენ  და  აცხადებენ,  რომ ხელისუფლება სულ უფრო ხშირად ცდილობს საარჩევნო კანონმდებლობის გაუარესებას და საკუთარ თავზე მორგებას. 

მიაჩნიათ,  რომ  წარმოდგენილი ცვლილება   ზრდის  შესაძლებლობას, რომ საკრებულოს წევრად აირჩიონ კანდიდატი,  რომლის  წინააღმდეგაც  უფრო მეტმა ამომრჩეველმა მისცა ხმა, ვიდრე მის მხარდასაჭერად.      

აქვე გაგახსენებთ, ,,ქართული ოცნების“  ინიციატივა რას ეხება, მმართველი გუნდის მიერ მომზადებული კანონპროექტით მუნიციპალიტეტის საკრებულოს მაჟორიტარი კანდიდატების ასარჩევად დადგენილი მინიმალური 40%-იანი ბარიერი  უქმდება.  

ასევე ცვლილების მიღების შემთხვევაში საკრებულოს მაჟორიტარული არჩევნების მეორე ტურები აღარ  იქნება საჭირო.

მმართველ გუნდში განაცხადეს, რომ ინიციატივა ჯერ განხილვის ეტაპზეა და ოპოზიციას მოუწოდებენ ჩაერთონ პროცესებში.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი