''ქართული ოცნების'' ინიციატივა - პოლიტიკური შეფასებები 

26 მარტი 2024, 14:09 505 ნახვა

საპარლამენტო ოპოზიცია პროგნოზირებს, რომ  ,,ქართული ოცნების“ საკონსტიტუციო ინიციატივა ჩავარდება. ფიქრობენ, რომ მმართველი გუნდი ამ ნაბიჯით სხვა მნიშვნელოვანი პრობლემების გადაფარვას გეგმავს.      

ოპოზიციაში გადაწყვეტილი აქვთ,  რომ განხილვებში მონაწილეობას არ მიიღებენ. მათივე განცხადებით, ქვეყანაში გაცილებით დიდი და მნიშვნელოვანი პრობლემებია, ვიდრე ლგბტ პროპაგანდაა.  

საპარლამენტო ოპოზიციის თქმითვე, “ქართული ოცნება”  ამ ყველაფერს წინასაარჩევნო კამპანიისთვის იყენებს, რეალურად კი ამ თემის პროპაგანდას თავად ეწევიან.  „ქართული ოცნება“  ოჯახის ღირებულებების დაცვის მოტივით  კონსტიტუციურ კანონზე    მუშაობას იწყებს. 

უფრო ზუსტად კი აინიცირებენ საკონსტიტუციო ცვლილებებს,  რომლებშიც გაიწერება ოჯახურ ღირებულებათა და არასრულწლოვანთა დაცვის გარანტიები. 

ნინო ლორჩოშვილი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში