''ევროოპტიმისტების'' მიმართვა საგარეო საქმეთა მინისტრს

26 მარტი 2024, 14:01 537 ნახვა

''ევროოპტიმისტები“ საქართველოს საგარეო მინისტრს  წერილობით მიმართავენ და საზღვარგარეთ მცხოვრები მოქალაქეებისთვის არჩევნებში ჩართულობის უზრუნველყოფას სთხოვენ.

ხატია დეკანოიძემ დღეს ბრიფინგი გამართა და განაცხადა, რომ ემიგრანტებისთვის მნიშვნელოვან გამოწვევას წარმოადგენს არჩევნების დღეს საარჩევნო უბნამდე დიდი მანძილის გავლა, გამოწვევაა მათი ინფორმირებულობის დაბალი ხარისხი არჩევნებში მონაწილეობისთვის პროცედურულ საკითხებთან დაკავშირებით. 

დეპუტატის თქმით, სახელმწიფო ვერ უზრუნველყოფს საზღვარგარეთ მცხოვრები საქართველოს მოქალაქეებისთვის საარჩევნო უფლების ხელმისაწვდომობას.   

ნინო ლორჩოშვილი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში