„ექვთიმეს“ შემდეგ ოზურგეთის სახელმწიფო დრამატულმა თეატრმა, ბათუმელ მაყურებელს ნოდარ დუმბაძის ნაწარმოების მიხედვით თოჯინური სპექტაკლი „ცის კარი“ წარუდგინა. სპექტაკლი მაყურებელს ნოდარ დუმბაძის ცხოვრებასა და მოღვაწეობაზე, ჩანაწერებზე დაყრდნობით უყვება.
,,ცის კარი“ ელენე მაცხონაშვილის საავტორო სპექტაკლია, რომლის მსოფლიო პრემიერა პორტუგალიაშიც შედგა.
ოზურგეთის თეატრმა თბილისის, თელავის და გორის შემდეგ, საგასტროლო ტურნე სწორედ ამ სპექტაკლით დაასრულა.
გასტროლი აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით შედგა.
ოზურგეთის სახელმწიფო დრამატული თეატრი პირველი ქართული თეატრია, რომელმაც წმიდა ექვთიმე ღვთისკაცის შესახებ სპექტაკლი დადგა.