საქართველოს პრემიერ-მინისტრთან შეხვედრისას შევთანხმდით, რომ ეკონომიკურ, სავაჭრო და კულტურულ ურთიერთობებს განვავითარებთ - ნიკოლ ფაშინიანი

25 მარტი 2024, 18:51 456 ნახვა

საქართველოს პრემიერ-მინისტრთან შეხვედრისას შევთანხმდით, რომ ეკონომიკურ, სავაჭრო და კულტურულ ურთიერთობებს განვავითარებთ, - ამის შესახებ სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი სოციალურ ქსელში  წერს.

„სიამოვნებით ვმასპინძლობ საქართველოს პრემიერ-მინისტრს ბატონ ირაკლი კობახიძეს ერევანში. სომხეთის რესპუბლიკასა და საქართველოს შორის სტრატეგიული პარტნიორობის დამყარების შესახებ ერთობლივი დეკლარაციის პრაქტიკული განხორციელების შესახებ ვისაუბრეთ და შევთანხმდით, რომ ეკონომიკურ, სავაჭრო და კულტურულ ურთიერთობებს განვავითარებთ. საუბრისას შევეხეთ რეგიონული მშვიდობისა და სტაბილურობის საკითხებს”, - წერს ნიკოლ ფაშინიანი.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი