საქართველოს პრემიერ-მინისტრის ვიზიტი სომხეთის რესპუბლიკაში გრძელდება, ირაკლი კობახიძე უკვე შეხვდა სომხეთის პრემიერს. მხარეებმა იმედი გამოთქვეს, რომ ორი ქვეყნის სტრატეგიული პარტნიორობა ხელს შეუწყობს სხვადასხვა სფეროში თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავებას. პირისპირ შეხვედრის შემდეგ მოლაპარაკებები გაფართოებულ ფორმატში გაგრძელდა, რომელშიც ორი ქვეყნის მთავრობის წევრები მონაწილეობდნენ. დღესვე სომხეთის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოს ახალი შენობა გახსნეს. ირაკლი კობახიძე შეხვდა სომხეთის პრეზიდენტსაც.