„ქართული ოცნება“ ოჯახურ ღირებულებათა შესახებ საკონსტიტუციო ცვლილებებს აინიცირებს

25 მარტი 2024, 14:15 479 ნახვა

„ქართული ოცნება“  ოჯახის ღირებულებების დაცვის მოტივით  კონსტიტუციურ კანონზე  მუშაობას იწყებს.  უფრო ზუსტად კი   აინიცირებენ     საკონსტიტუციო ცვლილებებს,  რომლებშიც გაიწერება ოჯახურ ღირებულებათა და არასრულწლოვანთა დაცვის გარანტიები.  მომდევნო ეტაპი კი  ათეულობით  კანონსაც შეეხება.     

ცვლილებების მიღების შემთხვევაში ქვეყნის უზენაეს კანონში გაჩნდება ჩანაწერები გარანტიები  არასრუწლოვანთა  დასაცავადაც.     ცვლილებები უნდა შეეხოს კონსტიტუციის 30-ე მუხლს, რომელიც ქორწინების, დედათა და ბავშვთა უფლებებს ეხება.   

თუ ქართული ოცნების ეს ინიციატივას  დეპუტატების, ანუ  საკონსტიტუციო უმრავლესობის მხარდაჭერა ექნება, მაშინ: არასრულწლოვნის შვილად აყვანა შეეძლება ქორწინებაში მყოფ ოჯახს,  ან ჰეტეროსექსუალ ადამიანს,   აიკრძალება სქესის შეცვლა,  ასევე  იმგვარი შეკრებები და პროგრამების ან მასალების გავრცელება, რომლებიც ერთნაირსქესიანი წყვილის ან სქესის შეცვლასთან დაკავშირებული სამედიცინო ჩარევის „პოპულარიზაციისკენ არის მიმართული“.

საკონსტიტუციო ცვლილებების ავტორების გათვლებით, ამ ნაბიჯითა და გადაწყვეტილებით,  მომავალ თაობებს ფსევდოლიბერალური პროპაგანდისგან მოსალოდნელი შედეგებისგან იხსნიან.  

ნინო ლორჩოშვილი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში