ინფრასტრუქტურული სამუშაოები

25 მარტი 2024, 11:11 614 ნახვა

ბათუმში სოციალური სახლის, მუნიციპალური თავშესაფრის და ბიბლიოთეკის სამშენებლო-სარეაბილიტაციო სამუშაოებს აჭარის მთავრობის თავმჯდომარე და ბათუმის მერი გაეცნენ. მერიის ინფორმაციით, დასკვნით ეტაპზეა ღამის მუნიციპალური თავშესაფრის რეკონსტრუქცია.

შენობას სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდა, კეთილმოეწყო ეზო. დროებით ღამის თავშესაფარში 70 ბენეფიციარი შეძლებს სხვადასხვა სახის სერვისებით სარგებლობას. რაც შეეხება სოციალურ სახლს, ე.წ. „შანხაის დასახლებაში“ პროექტის ფარგლებში აშენდება ორი 8 სართულიანი საცხოვრებელი სახლი.

კორპუსის მიმდებარე ტერიტორიაზე მოეწყობა სპორტული მოედანი, ტრენაჟორები, საბავშვო ატრაქციონი, საპარკინგე სივრცე. ასევე, დასრულდა ბათუმის საჯარო ბიბლიოთეკის შენობის გამაგრება-რეაბილიტაციის პროცესი პროექტის ფარგლებში განხორციელდა საძირკვლის გამაგრება, შიდა სივრცისა და  ფასადის რეაბილიტაცია. სრულად განახლდა შენობის სახურავი.

ბიბლიოთეკა ფუნქციონირებას ინვენტარის განახლებისა და წიგნების დაკომპლექტების შემდგომ დაიწყებს.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი