თბილისში, ვაზისუბანში 30 წლამდე ქალს შუახნის კაცმა ცივი იარაღით რამდენიმე ჭრილობა მიაყენა. თავდამსხმელი სამართალდამცავებმა დააკავეს. შემთხვევა გუშინ ღამე მოხდა.
ქალი სასწრაფო სამედიცინო დახმარების მანქანით ინგოროყვას კლინიკაში გადაიყვანეს, როგორც კლინიკის მორიგე ექიმი აცხადებს მისი მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა და ის სამედიცინო მკურნალობას გადის.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დაჭრის ფაქტზე დაკავებულია ერთი პირი. გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს.