ხელვაჩაურის საკრებულოს, ნაციონალური მოძრაობის წევრი მიშა ბოლქვაძე გამგეობას კორუფციულ გარიგებებში ადანაშაულებს. მისი თქმით, 2014 წლიდან დღემდე მუნიციპალიტეტის მიერ გამოცხადებულ ტენდერებს ერთი და იგივე კომპანია “შ.პ.ს “მშენებელი 80” იგებს. ბრალდებებს უპასუხეს გამგეობაში, გამგებლის მოადგილე ამბობს, რომ სხვა კომპანიები ვერ აკმაყოფილებდნენ სატენდერო მოთხოვნებს, დაბალი თანხის შემოთავაზება კი ერთადერთი პრიორიტეტი ვერ იქნება.