თავდასხმის შემდეგ ტერორისტებმა მიმალვა სცადეს და უკრაინის მიმართულებით გაემართნენ, სადაც, წინასწარი მონაცემებით, მათთვის „ფანჯარა“ იყო მომზადებული - ვლადიმირ პუტინი

23 მარტი 2024, 17:30 445 ნახვა

რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა განაცხადა, რომ „კროკუს სითი ჰოლში“ თავდასხმის შემდეგ, ტერაქტის შემსრულებლებმა მიმალვა სცადეს და უკრაინის მიმართულებით გაემართნენ, სადაც, წინასწარი მონაცემებით, მათთვის „ფანჯარა“ იყო მომზადებული.

მისივე თქმით, საგამოძიებო და სამართალდამცავი უწყებები გააკეთებენ ყველაფერს, რათა ტერაქტის ყველა დეტალი დაადგინონ.

„ტერაქტის შემდეგ თავდამსხმელებმა მიმალვა სცადეს და უკრაინის მიმართულებით გაემართნენ, სადაც, წინასწარი მონაცემებით, მათთვის სახელმწიფო საზღვარზე გადასასვლელად „ფანჯარა“ იყო მომზადებული. ყველა, ვინც ამ ტერაქტის უკან იდგა, აუცილებლად დაისჯება. შემსრულებლები, ორგანიზატორები და დამკვეთები, ვინც არ უნდა იყვნენ ისინი, აუცილებლად აგებენ ამაზე პასუხს“, - აღნიშნა პუტინმა.

 

მან, ასევე, იმედი გამოთქვა, რომ შედგება თანამშრომლობა ყველა ქვეყანასთან, რომელსაც საერთაშორისო ტერორიზმთან ბრძოლა სურს.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი