რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა „კროკუს სითი ჰოლში“ მომხდარ თავდასხმას სისხლიანი და ბარბაროსული ტერაქტი უწოდა.
მისივე თქმით, ტერაქტის საქმეზე 11 ადამიანი, მათ შორის, ტერაქტის ოთხივე შემსრულებელი დაკავებულია.
პუტინის განცხადებით, 24 მარტი რუსეთში გლოვის დღედ გამოცხადდა. მან, ასევე, მიუსამძიმრა ყველას, ვინც „კროკუს სითი ჰოლში“ მომხდარი თავდასხმის შედეგად ახლობელი ადამიანი დაკარგა.
პუტინმა მადლობა გადაუხადა სასწრაფო სამედიცინო დახმარების ეკიპაჟებს და განაცხადა, რომ ექიმები ყველაფერს გააკეთებენ დაშავებულების გადასარჩენად.