აშშ-მა „ჰუსიტების“ იარაღის შესანახ საწყობებზე სარაკეტო დარტყმები განახორციელა. ინფორმაციას ამის შესახებ შეერთებული შტატების ცენტრალური სარდლობა ავრცელებს. ოფიციალური პირების განცხადებით, განადგურებულია სამი მიწისქვეშა საწყობი.
ცენტრალურ სარდლობაში აღნიშნავენ, რომ იარაღის შესანახი ობიექტები აშშ-ს, კოალიციის ძალებსა და სავაჭრო გემებს საფრთხეს უქმნიდა.
აღნიშნული მოქმედებები კი ძალების დასაცავად, ნავიგაციის თავისუფლებისა და საერთაშორისო წყლების უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად არის აუცილებელი.