საქართველოს მთავრობა გმობს მოსკოვში მომხდარ შემზარავ ტერორისტულ აქტს - მთავრობის ადმინისტრაცია

23 მარტი 2024, 10:08 417 ნახვა

საქართველოს მთავრობა მოსკოვის ოლქის ქალაქ კრასნოგორსკში, „კროკუს სიტი ჰოლის“ საკონცერტო დარბაზში მომხდარ ინციდენტს ეხმაურება.

"საქართველოს მთავრობა გმობს მოსკოვში მომხდარ შემზარავ ტერორისტულ აქტს, რომლის შედეგად, ათეულობით უდანაშაულო ადამიანი დაიღუპა. ვუსამძიმრებთ რუს ხალხს. ვუსამძიმრებთ დაღუპულების ოჯახებს. დაშავებულებს მალე გამოჯანმრთელებას ვუსურვებთ." - ნათქვამია მთავრობის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

 

რუსული მედიის ინფორმაციით, მოსკოვის ოლქის ქალაქ კრასნოგორსკში, ერთ-ერთ საკონცერტო დარბაზში შეიარაღებულმა პირებმა ცეცხლი გახსნეს. როგორც ცნობილია, ინციდენტი ჯგუფ „პიკნიკის“ კონცერტის დაწყებამდე მოხდა. დარბაზის პარტერში შეიარაღებული პირები შეიჭრნენ და ცეცხლი გახსნეს.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი