ლუქსემბურგთან სამატჩო განაცხადში საზონოვი და მექვაბიშვილი ვერ მოხვდნენ

21 მარტი 2024, 13:53 446 ნახვა

საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვილი სანიოლმა ლუქსემბურთან ევრო 2024-ის შესარჩევი პლეი ოფის ნახევარფინალური მატჩისთვის გუნდის 23-კაციანი შემადგენლობა დაასახელა.

შეკრებაზე გამოძახებული 26 ფეხბურთელიდან ბუნებრივია, რომ დისკვალიფიკაციის გამო განაცხადში ხვიჩა კვარაცხელია არ იმყოფება. კვარაცხელიას გარდა საბოლოო სიაში ასევე ტორინოს მცველი საბა საზონოვი და რუმინული კრაიაოვას ნახევარმცველი ანზორ მექვაბიშვილი ვერ მოხვდნენ.

უეფას ოფიციალური საიტის თანახმად, კი საქართველოს ნაკრების 23-კაციანი შემადგენლობა ასე გამოიყურება:

მეკარეები: გიორგი მამარდაშვილი, გიორგი ლორია, ლუკა გუგეშაშვილი.

მცველები: გურამ კაშია, საბა კვერკველია, ოთარ კაკაბაძე, ლაშა დვალი, გიორგი გოჩოლეიშვილი, ლუკა ლუჩოშვილი, გიორგი გველესიანი.

ნახევარმცველები: გიორგი ჩაკვეტაძე, ზურიკო დავითაშვილი, სანდრო ალთუნაშვილი, გიორგი ქოჩორაშვილი, ნიკა კვეკვესკირი, ვლადიმერ მამუჩაშვილი, ოთარ კიტეიშვილი, ლევან შენგელია, გიორგი წიტაიშვილი, ჯაბა კანკავა.

თავდამსხმელები: გიორგი მიქაუტაძე, ბუდუ ზივზივაძე, გიორგი ქვილითაია.

შეგახსენებთ, რომ საქართველოსა და ლუქსემბურგის მატჩი დღეს „დინამო“ არენაზე 21:00 საათზე დაიწყება.

ზურა დიასამიძე
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში