აშშ-ის კონგრესმა მიღებული რეზოლუციით რუსეთში უკრაინელი ბავშვების გატაცება დაგმო

21 მარტი 2024, 10:03 436 ნახვა

აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ დაამტკიცა ორპარტიული რეზოლუცია, რომელიც რუსეთის მიერ უკრაინელი ბავშვების გატაცებას გმობს. რეზოლუციის საბოლოოდ დასამტკიცებლად კონგრესის ორივე პალატის მხარდაჭერა იქნება საჭირო.

დემოკრატმა კონგრესმენმა სიუზან უაილდმა განაცხადა, რომ რუსეთის ქმედებები ბავშვების წინააღმდეგ გენოციდის შესახებ საერთაშორისო კონვენციას არღვევს და რუსეთის ძალადობის კამპანიაში ბავშვების წინააღმდეგ დანაშაულები ყველაზე ამაზრზენი ასპექტია.

იანვარში უკრაინის დელეგაციის წარმომადგენლებმა, რომელთა შორისაც იყვნენ  რუსეთის მიერ გატაცებასა და წამებას გადარჩენილი უკრაინელი მოზარდები, მოსმენების დროს ჩვენება მისცეს აშშ-ის ჰელსინკის კომისიას.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში