ფრანკოფონიის დღეებთან დაკავშირებით საზეიმო საღამო მოეწყო ზაქარია ფალიაშვილის სახელობის სამუსიკო სკოლაში. შესრულდა ძველი ფრანგული კლასიკური ნაწარმოებები, მაყურებელს საშუალება ჰქონდა მოესმინა ასევე თანამედროვე კინომუსიკა.
ფრანკოფონიის დღეები ბათუმში ტრადიციულად ყოველ წელს ტარდება და მასში ისევე როგორც გასულ წლებში ამჯერადაც მონაწილეობდნენ ზაქარია ფალიაშვილისა და რევაზ ლაღიძის სამუსიკო სკოლების აღსაზრდელები, ასევე მუსიკალური ცენტრის სოლისტები.
საზეიმო საღამო აჭარის განათლებისა და კულტურის სამინისტროს ორგანიზებით გაიმართა.