შუახევისა და ხულოს თემების სამედიცინო პუნქტებს მედიკამენტები გადაეცათ. მედდებს გლუკომეტრის აპარატები, ტესტ-ჩხირები და წნევის საზომი აპარატებიც დაურიგდათ. ,,სოფლის მოსახლეობის ექიმამდელი სამედიცინო დახმარების" პროგრამას აჭარის ჯამრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახური ახორციელებს. რისთვისაც ბიუჯეტიდან 783 ათას 400 ლარი დაიხარჯება, სადაც გათვალისწინებულია მედდების ხელფასით უზრუნველყოფაც. შუახევში 39 თემის სამედიცინო პუნქტი ფუნქციონირებს.