საქართველოს და თურქეთის გენერალური პროკურორების შეხვედრა

19 მარტი 2024, 14:48 500 ნახვა

საქართველოს გენერალური პროკურორი ირაკლი შოთაძე, თურქეთის რესპუბლიკის გენერალურ პროკურორს ბექირ შაჰინს შეხვდა.აღნიშნულთან დაკავშირებით ინფორმაციას გენერალური პროკურატურა ავრცელებს. უწყების ცნობით, გენერალურ პროკურატურაში გამართულ შეხვედრას საქართველოს გენერალური პროკურორის მოადგილე ნათია მერებაშვილი, საერთაშორისო ურთიერთობებისა და სამართლებრივი უზრუნველყოფის დეპარტამენტის უფროსი ირაკლი ჩილინგარაშვილი და თურქეთის რესპუბლიკის დელეგაციის წევრები ესწრებოდნენ.შეხვედრაზე ირაკლი შოთაძემ, ბექირ შაჰინს საქართველოს პროკურატურაში მიმდინარე რეფორმების და პრიორიტეტული მიმართულებების შესახებ ინფორმაცია მიაწოდა. ბექირ შაჰინმა, თავის მხრივ ქართველ კოლეგებს მისდამი დაქვემდებარებული უწყების საქმიანობასა და გატარებულ რეფორმებთან დაკავშირებით ინფორმაცია გაუზიარა.

თამუნა გაზდელიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი