საქართველოში იენს სტოლტენბერგის ვიზიტი დაიწყო

18 მარტი 2024, 14:21 489 ნახვა

საქართველოში ნატო-ს გენერალური მდივნის იენს სტოლტენბერგის ვიზიტი დაიწყო. თვითმფრინავი თბილისის საერთაშორისო აეროპორტში რამდენიმე წუთის წინ დაეშვა. სტოლტენბერგი თბილისში აზერბაიჯანიდან ჩამოვიდა.

სტოლტენბერგს აეროპორტში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, ილია დარჩიაშვილი და ნატო-ში საქართველოს ელჩი, ვიქტორ დოლიძე დახვდნენ.

სტოლტენბერგს დაგეგმილი აქვს შეხვედრა საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილსა და პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან.

დღეს, 14:50 საათზე, მთავრობის ადმინისტრაციაში საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძისა და ნატო-ს გენერალური მდივნის, იენს სტოლტენბერგის შეხვედრა გაიმართება, რომლის შემდეგაც მედიისთვის ერთობლივი განცხადებები გაკეთდება.

ნატო-ს გენერალური მდივანი 19 მარტს საქართველოდან ერევანში გაემგზავრება.

ნინო ლორჩოშვილი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში