თბილისში ორ საათში იენს სტოლტენბერგს ელოდებიან. ნატოს გენერალური მდივანი საქართველოში უკვე მეოთხედ, აზერბაიჯანიდან ჩამოდის. ჩრდილოატლანტიკური ალიანსის ხელმძღვანელის შეხვედრა საქართველოს პრემიერ-მინისტრთან სამი საათისთვის არის დაგეგმილი. მთავრობის ადმინისტრაციაში მოლაპარაკების დასრულების შემდეგ მედიისთვის ერთობლივი განცხადებებიც გაკეთდება, რომელსაც ჩვენ პირდაპირ ეთერში შემოგთავაზებთ. გენერალური მდივანი შეხვდება ქვეყნის პრეზიდენტსაც. თბილისიდან იენს სტოლტენბერგი ერევანში გაფრინდება. მის ვიზიტს სამხრეთ კავკასიაში მნიშვნელოვნად მიიჩნევენ ქართველი პოლიტიკოსები.