5 წლიანი პაუზის შემდეგ რიგით მეოთხე ვიზიტით საქართველოს ნატოს გენერალური მდივანი ეწვევა. იენს სტოლტენბერგი, თბილისში აზერბაიჯანიდან ჩამოვა და ოფიციალურ შეხვედრებს ხვალიდან იწყებს.
დაგეგმილია აუდიენცია ჯერ ქვეყნის მთავარსარდალთან შემდეგ კი პრემიერთან, რომელსაც სხვათა შორის იენს სტოლტენბერგი ასევე პირისპირ ესაუბრა გასულ თვეში, 21 თებერვალს.
საქართველოდან ის სომხეთში გაემგზავრება, სადაც ასევე სომხეთის სახელმწიფოს პირველ პირებს შეხვდება.