მეორე დღეა რუსეთი ქვეყნის მომავალ პრეზიდენტს ირჩევს, პროცესი კი საპროტესტო აქციებისა და მსოფლიო ბოიკოტის ფონზე მიმდინარეობს.
შეიძლება ითქვას, რომ არ გაჭრა რუსეთის პროკურატურის მუქარამ, რომ საარჩევნო უბნებთან აქციების მონაწილეებს ხუთი წლით ციხეში გაუშვებდნენ. არის დაკავებების შემთხვევებიც, თუმცა პროცესს ეს მაინც ვერ აჩერებს.
არჩევნები, რომლის შედეგებიც უკვე ცნობილია და მოქმედი პრეზიდენტი, რომელმაც ხმა საკუთარ კანდიდატურას არა საარჩევნო უბანზე, არამედ ონლაინ ფორმატით მისცა.